საგარანტიო პოლიტიკა

პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია „არაი“ (ს/კ N402121191) როგორც სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუ“-ს მფლობელი და ოპერატორი, მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის. ჩვენი კომპანიის ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები, ტექნიკა და მომსახურება.

სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუს“-ს ვაჭრობის სტანდარტული პირობები:

ამ სტანდარტული პირობების გათვალისწინებით შპს „არაი“, როგორც სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუს“ მმართველი ორგანიზაცია ანხორციელებს თავის კომერციულ  საქმიანობას და ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს, გამყიდველის მაღაზიებში და ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრო და საყოფაცხოვრებო საქონელს, ამ სტანდარტულ პირობებზე ასევე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „სამოქალაქო კოდესი“-ს ნასყიდობის მარეგულირებელი დებულებები, რომელთა შორის უპირატესია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებკანონის იმპერატიული მითხოვნები, ამასთან მოვაჭრე აცხადებს, რომ მომხმარებელთან ურთიერთობას აწარმოებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონთან შესაბამისობაში და ყველა განცხადება, დეკლარაცია, პირობა,  რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ამ კანონთან, არ იქნება გათვალისწინებული მომხმარებელთან ურთიერთობაში.

გამოყენებული ტერმინები და ცნებები:

გამყიდველი, ან/და გამყიდველი, ან/და მოვაჭრე, ან/და სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუ“, ან/და ვებ-გვერდი – ერთობლივად ან ცალ-ცალკე ნიშნავს შედეგ იურიდიულ პირს:

შპს „არაი“ (ს/ნ: 402121191, იურიდიული მისამართი: თბილისი, შანიძის ქ. N21, ოფისი მდებარე ბელიაშვილის ქ. N106), რომელიც თავის სავაჭრო კომერციულ საქმიანობას ანხორციელებს სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუ“-ს მეშვეობით.

ვებ-გვერდი – შპს „არაი“-ის კუთვნილი ვებ-გვერდი: https://aray.ge – Aray Tomorrow – Საყოფაცხოვრებო ტექნიკა

მყიდველი, ან/და მომხმარებელი, რომელმაც გამყიდველის მაღაზიაში, ან ვებ გვერდის მეშვეობით, დაათვალიერა საქონლის სანიმუშო მოდელი, გაეცნო მის მახასითებლებს, გამოყენების წესსა და პირობებს, მწარმოებლის ან/და გამყიდველის კომერციული გარანტიის პირობებსა და კანონისმიერი გარანტიის პირობებს, ასევე მაღაზიის თანამშრომლებისგან, ან ვებ გვერდის მოდერატორებისგან მიიღო დამატებითი კონულტაცია, ან/და მოახდინა საქონლის სათანადო ტესტირება და მიიღო სრული ინფორმაცია საქონლის და მისი შესყიდვის პირობების, საქონლის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და პირობების  თაობაზე, მისი ფასსა და ამ ძირითადი პირობების (რომელიც განთავსებულია სავაჭრო ობიეტებში სალარებთან -საქონლის საბუღალტრო დოკუმეტაციის გაფორმებისა და ფასის გადახდის თვალსაჩინო ადგილას, და ვებ-გვერდზე) ჩათვლით, და მოახდინა საქონლის შეძენა, რომლის დასტურადაც მოადინა საქონლის ღირებულების გადახდა, მიიღო საქონელი და მასთან დაკავშირებული მწარმოებლის და გამყიდელის ტექნიკური და ფინანსურ/საბუღალტრო დოკუმენტაცია, რითიც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

კანონმდებლობა – საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „სამოქალაქო კოდესი“ და საქართველოს მოქმედი სხვა რელევანტური კანონმდებლობა.

გამყიდველის ვალდებულებები

გამყიდველი ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება გამყიდველის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

გამყიდველის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

თუ მომხმარებელი მოვაჭრეს არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება.

თუ საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის საქონლის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის საქონელი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა მოვაჭრემ, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით.

მოვაჭრის მიერ ან მისი პასუხისმგებლობით საქონლის არასწორად დამონტაჟების შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ საქონელზე, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დაამონტაჟოს და რომელიც საქონლისთვის დართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ან დამონტაჟდა.

ამ მუხლის მიზნებისთვის საქონელი ნაკლის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ნაკლი ჰქონდა, ან საქონლის ნაკლი მომხმარებლის მიერ მიწოდებული მასალით არის განპირობებული.

გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობა საქონლის ან მომსახურების შესახებ საჯარო განცხადებისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ:

ა) მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ;

ბ) ხელშეკრულების დადებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა;

გ) ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ ამ სტანდარტულ პირობებთან ერთად ჩვენ მომხმარებლთან სავაჭრო ურთიერთობაში ვხელმძღვანელობთ კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცის შესახებ“ კანონით, რომელითა პირობების კორელაციით (მათი პრიორიტეტულობის და უპირატესი იურიდიული ძალის გათვალისწინებით) ვარეგულირებთ სავაჭრო ურთიერთობებს მომხმარებლებთან, ვანხორციელებთ მათ ინფორმირებულობას და ჩართულობას ჩვენი სავაჭრო პირობების დახვეწის პროცესში, რა მიზნითაც ჩვენი კომპანია აწარმოებს მომხმარებელთან უკუკავშირს, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიების და კიმუნიკაციის საშუალებების /პლათფორმების/ გამოყენებით, რათა მივიღოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებელთა ხმა და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ მომხმარებელთა შენიშვნები, მოსაზრებები და პრეტენზიები, ასევე სფეროს მარეგულირებელ ორგანოთა კანონიერი მითითებები. ამავდროულად ვუზრუნველყოთ მომხმარებელთა სრული ინფორმირებულობა სავაჭრო ურთიერთობაში არსებულ ნებისმიერ საკითხთან/პირობებთან დაკავშირებით.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის და თქვენი არჩევანისათვის!

პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია შპს არაი-ს (ს/კ N402121191)-ს კუთვნილი სავაჭრო ქსელი „არაი თომოროუ“ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის  მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.

 

შპს „არაი“-ს (ს/კ N402121191)-ს კუთვნილი სავაჭრო ქსელი „არაი თომოროუ“-ს ში ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელზე ვრცელდება 2 წლიანი კანონისმიერი გარანტია, რომლის გასვლის შემდგომ კომპანიის ასორტიმენტში მყოფი ზოგიერთი ელ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზოგიერთ მოდელებზე, ან მათ გარკვეულ საკვანძო  ნაწილებზე,  ვრცელდება ასევე ეს კომერციული გარანტია, რომელთა ვადები და პირობები მითითებულია ელ. საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებლის საგარანტიო პირობებსა და ელ. საქონლის საგარანტიო ტალონებში.

 

! მოცემული გარანტია არ ვრცელდება იურიდიული/მეწარმე  პირის და სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შეძენილ საქონელზე.

 

სხვა პირობები:

 

  • არასამეწარმეო საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის კომერციული საგარანტიო ვადა განისაზღვრება 2 (ორი) თვით.

 

 

კომერციული საგარანტიო პირობები:

 

კომერციული საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს, რომელიც მითიტებულია კომპანიის საგარანტიო ტალონებსა და მწარმოებლის საგარანტიო პირობებში;

კომერციული საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას, ან შეცვლას კომერციულ საგარანტიო პერიოდში. კომერციული საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, კომერციული საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე;

სერვის ცენტრში კომერციული საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ კომერციული საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მწარმოებლის კომერციული საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მწარმოებლის კომერციული საგარანტიო ტალონი(ასეთის არსებობის შემხვევაში) უპირატესია;

კომერციულ საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ნივთის დასახელება, სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს კომერციული საგარანტიო მომსახურება არ შეეხება;  კომერციული გარანტიის მოქმედების შემთხვევაში გაბარიტული ტექნიკის ტრანპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით მომხმარებლისთვის უფასოა შემდეგ ტექნიკაზე: * მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხიმანქანა, გამათბობელი, კონდიციონერი, ჩასაშენებელი ზედაპირი, ღუმელი (არა მიკროტალღური), გამწოვი, ტელევიზორი 43“-დან. გაბარიტული ტექნიკის: * მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამათბობელი, კონდიციონერი, ჩასაშენებელი ზედაპირი, ღუმელი (არა მიკროტალღური), გამწოვი, ტელევიზორი 43“-დან, მომხმარებელმა გამოძახების გასაფორმებლად და ინსტრუქციების მისაღებად უნდა დარეკოს ტექნიკის ბრენდის ავორიზებული სერვის ცენტრში. კომერციული გარანტიის მოქმედების შემთხვევაში, სხვა ნებისმიერი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით.

 

მისამართზე სერვის ცენტრის ცრუ გამოძახება არის ფასიანი და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ. შემდეგი ტარიფით 20 ლარის ოდენობით ყოველ ცრუ გამოძახებაზე.

 

სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა კომერციულ საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მიღების მომენტიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ  იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).

 

იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი იდენტური მოდელის პროდუქტით, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან  შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი

მასალები, შეფუთვა, ყუთი).

 

 მომერციული განარნტიისნივთის შეცვლა არ მოხდება შემდეგ შემთხვევებში:

  1. ნივთი ჰიგიენური ხასიათისაა(მაგ: ყურსასმენი წვერსაპარსი და სხვ);
  2. ნივთი დამონტაჟებულია(მაგ: ჩაშენებული ავეჯში, მიმაგრებული კედელზე და სხვ).

 

 კომერციული საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ან უქმდება  შემდეგ შემთხვევებში:

  • გასულია კომერციული საგარანტიო ვადა;
  • კომერციული საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ;
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის კომერციული საგარანტიო ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
  • კომერციულ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
  • კომერციულ საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით,არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია მწარმოებლის პლომბი ან ლუქი;
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე),მექანიზმის დანესტიანებით,კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
  • კომერციული გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე,სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, ხუთ ჩამქრალ პიქსელამდე, მეხსიერების ბარათზე, სადენებზე, გადამყვანებზე ,სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.
  • კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დარუთულ სისტემასა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.
  • კომერციული გარანტია არ ვრცელდება ამა თუ იმ ნივთის სახარჯ მასალაზე.
  • ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.

 

 

სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.

 

!.  გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ ექსპლუატაციის წესებს გაეცნოთ მწარმოებლის ვებ.გვერდზე, ან პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში.

 

გთხოვთ კომერციული გარანტიის მომსახურების მისაღებად დაუკავშირდეთ ელ. საყოფაცხოვრებო საქონლის ავორიზებულ სერვის ცენტრებს, რომელთა მონაცემები და რეკვიზიტები მითითებულია კომერციულ საგარანტიო ტალონსა და/ან პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში, აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ვებ.გვერდის:  httpc://aray.ge – Aray Tomorrow – Საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ცხელი ხაზის: tel://0322300500 მეშვეობით.

 

ამასთან დამატებით წარმოგიდენთ პოპულარული ბრენდების სერვის ცენტრების მისამართებსმწამოებლების კომერციული გარანტიის პირობებს:

 

Samsung-ის ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ დროს უნდა     დაუკავშირდეს სამსუნგის ცხელ ხაზსს -0322 800 55 55

 

 

Samsung-ის ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ დროს უნდა დაუკავშირდეს სამსუნგის ცხელ ხაზსს -0322 800 55 55

 

 

Apple-ის  იფიციალური   სერვისი მისამართი:

აისაფორთი,   თბილისი,  .ცინცაძის #12   (+995) 32 230 10 01

სამუშაო საათები: ორშპარ: 10:00-19:00, შაბ: 10:00-15:00

კვირა: დასვენების დღე

კომპანია შპს არაი-ს (ს/კ N402121191)-ს კუთვნილი სავაჭრო ქსელი „არაი თომოროუ“-ს ვებ გვერდის httpc://aray.ge – Aray Tomorrow – Საყოფაცხოვრებო ტექნიკა მეშვეობით საქონლის ონლაინ შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში,  მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს   დაუბრუნოს ონლაინ  შეძენელი პროდუქცია  მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე 

  • ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე

კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.

  1. დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი, გვარი, შეძენის დოკუმენტაცია (საბანკო გადახდის ქვითარის, ან ინვოისის რეკვიზიტები) და გადაგზავოს დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: info@aray.geან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში, ან შეავსოს საიტზე და გამოიგზავნოს ავტომატურად.
  2. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, თუ მომხმარებელი მოვაჭრეს დაუბრუნებს საქონელს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
  3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
  4. ნივთის თავდაპირველი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
  5. ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
  6. თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
  7. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს კანონისმიერი საგარანტიო პირობებით.
  8. დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
  9. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (არსებობის შემთხვევაში აქსესუარებით, ყურსასმენით, დამტენი, კაბელები….), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით (არ იგულისხმება ყუთის გჰახსნა საქონლის შემოწმების მიზნით). ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის  ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები  ან/და  სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
  10. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
  11. მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, მისთვის მოსახერხებელ მისამართეზე.

 

დაბრუნების პუნქტები:

 

  • თბილისი:   თბილისი, ?????? სამუშაო საათები: 10:00 – 20:00
  • ბათუმი:   ბათუმი, ??????, სამუშაო საათები: 10:00 – 20:00

 

 

დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  1. მიწოდებული საქონელი რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  2. მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის მქონე საქონელი;
  3. ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  4. მიწოდებული საქონელი რომელიც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  5. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
  6. თუ მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  7. თუ მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
  8. გააქტიურებული, დარუთული ოპერაციული სისტემები.
  9. მიმწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
  10. ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები, რითიც მოხდა ნივთის დაზიანება.
  11. ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური ზემოქმედების გარეკანი კვალი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.

 

 

მომხმარებლის საყურადღებოდ*

ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ გარეგნულად უნაკლო  პროდუქტი.

 

  • დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა (არ იგულისხმება ყუთის გჰახსნა საქონლის შემოწმების მიზნით) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
  • ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.

შპს „არაი“-ს (ს/კ N402121191)-ს კუთვნილი სავაჭრო ქსელი „არაი თომოროუ“-ში ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელს  აქვს 2 წლიანი კანონისმიერი გარანტია!

 

კანონისმიერი განანტიის პირობებია:

მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  1. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  3. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

 

  • მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:

 

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

 

ნივთის შეცვლა, ან შეკეთება კანონისმიერი გარანტიის პირველი რიგის უფლებაა, შესაბამისად გამყიდველი ვადებულია შეცვალოს ნაკლოვანი ტექნიკა, ან მომხერებელტა შეთანხმებით  შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მისი მიღების მომენტიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ  იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი იდენტური მოდელის პროდუქტით, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან  შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად!

 

კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.

 

კანონისმიერი გარანტია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე!

გარანტია მეწარმე/იურიდიული პირებისათვის

 

მოცემული საგარანტიო პირობები ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე, არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე და სახელმწიფო ორგანიზაციებზე.

 

პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია „არაი“ (ს/კ N402121191) როგორც სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუ“-ს მფლობელი მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.

 

კომპანია „არაი“ (ს/კ N402121191) სავაჭრო ქსელი „არაი თუმოროუ“-ში შეძენილ საქონელს (გარდა „საგარანტიო პირობები არ ვრცელდება“ პუნქტისა) აქვს გარანტია  1 წლამდე, თუ გამყიდველსა და მყიდველს  შორის არ არის შეთანხმებული სხვა პირობები, რომლებიც აისახება საგარანტიო ტალონის/ფურცელის პირველ გვერდზე ან თუ მწარმოებლის მიერ არ არის დადგენილი განსხვავებული ვადები. პირობების დაზუსტება ხდება ოფიციალურ სერვის ცენტრთან დაკავშირებით ან სერვის ცენტრში ნივთის წარმოდგენის გზით.

 

მოწყობილობების ბატარიების/ელემენტების და დამტენების საგარანტიო ვადა შეადგენს საგარანტიო ფურცელზე მითითებული ვადის ნახევარს. ზუსტი პირობების დაზუსტება ხდება ოფიციალურ სერვის ცენტრთან დაკავშირებით ან სერვის ცენტრში ნივთის წარმოდგენის გზით.

 

 

საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს.

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე.

 

გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული). სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მწარმოებლის საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ნივთის დასახელება, სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს საგარანტიო მომსახურება არ შეეხება. დაზიანებული გაბარიტული ტექნიკის ტრანპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით მომხმარებლისთვის უფასოა შემდეგ ტექნიკაზე: * მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი

მანქანა, გამათბობელი, კონდიციონერი, ჩასაშენებელი ზედაპირი, ღუმელი (არა მიკროტალღური), გამწოვი, ტელევიზორი 43“-დან. მომხმარებელმა გამოძახების გასაფორმებლად და ინსტრუქციების მისაღებად უნდა დარეკოს ტექნიკის ბრენდის ავორიზებული სერვის ცენტრში.

სხვა ნებისმიერი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით

 

მისამართზე სერვის ცენტრის ცრუ გამოძახება არის ფასიანი და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ. შემდეგი ტარიფით 20 ლარის ოდენობით ყოველ ცრუ გამოძახებაზე.

 

სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მიღების მომენტიდან 30  სამუშაო დღის განმავლობაში. (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას. ნივთი იცვლება იგივე მოდელით. თუ იგივე მოდელი აღარ არსებობს, იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით. თანხის დაბრუნება მოცემულ შემთხვევებში წარმოადგენს ბოლო რიგის მოთხოცნას.

 

იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები).

 

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:

– ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე.

– ტექნიკაზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული მაგ: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე. მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.*

– თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია. დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ. გვერდზე).

– ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული.

– ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.

– არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.

– მონიტორის, ნოუთბუქის, ფოტოაპარატის ან ტელეფონის ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის მკვდარ წერტილებზე. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკასთან თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ. გვერდზე)

 

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქციის შემდეგ აქსესუარებზე და სახარჯ მასალებზე.

– მობილურ ტელეფონის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.

– პლანშეტის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.

– პრინტერის: კაბელები, კარტრიჯები.

– ტელევიზორის: პულტი, დენის კაბელი, სათვალეები.

– მაცივრის: ჰაერის გამასუფთავალები (ბიონიზატორი), სათავსოები, თაროები, წყლის დისპენსერი, რეზინები, სახელურები, ნათურები, დენის სადენი.- სარეცხი მანქანის: შემავალი და გამავალი მილები, ფხვნილის უჯრა, დენის სადენი, საკეტი, კარის რეზინი.- მიკროტალღური ღუმელის: თეფში, ნათურა, გრილი, სადგამი, ცხაური, ფილტრი, დენის სადენი.

– გაზქურის, ელ ღუმელის, ზედაპირის: სადგამი, სახელური, კონფორი, რეზინი, დენის სადენი, ჩამრთველი, თვითწმენდის ფილტრი.

– გამწოვის: ფილტრი, ნათურა, დენის სადენი.

– მტვერსასრუტის: მილი, ჯაგრისი, ფილტრი, კონტეინერი, დენის სადენი.

კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დარუთულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.

 

სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.

გთხოვთ კომერციული გარანტიის მომსახურების მისაღებად დაუკავშირდეთ ელ. საყოფაცხოვრებო საქონლის ავორიზებულ სერვის ცენტრებს, რომელთა მონაცემები და რეკვიზიტები მითითებულია კომერციულ საგარანტიო ტალონსა და/ან პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში, აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ვებ.გვერდის:  ვებ.გვერდის:  https://aray.ge – Aray Tomorrow – Საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ცხელი ხაზის: tel://0322300500 მეშვეობით.

 

ამასთან დამატებით წარმოგიდენთ პოპულარული ბრენდების სერვის ცენტრების მისამართებსმწამოებლების კომერციული გარანტიის პირობებს:

 

Samsung-ის ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ დროს უნდა დაუკავშირდეს სამსუნგის ცხელ ხაზსს – 0322 800 55 55

 

Apple-ის იფიციალური სერვისი მისამართი:

აისაფორთი, თბილისი,  ს.ცინცაძის ქ#12   (+995) 32 230 10 01

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-19:00, შაბ: 10:00-15:00

კვირა: დასვენების დღე

 

 

გარანტია Apple-ის პროდუქციისთვის

 

კომპანია მეტრომარტში იუირიდიული/ინდ.მეწარმე პირის   მიერ შეძენილ Apple-ის ოფიციალურ პროდუქციას აქვს გარანტია 1 წელი, თუ არ არის მითითებული სხვა პირობები*.

 

საგარანტიო პერიოდი გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას.  იმ შემთხვევაში, თუ შეკეთება შეუძლებელია, ახლით შეცვლას.

 

საგარანტიო პირობები:

 

საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ნივთის შეძენიდან  1   წლის განმავლობაში, Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე.

 

გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით. სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მეტრომარტს საგარანტიო ტალონი, სადაც აღნიშნულია ნივთის დასახელება, სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები.

სერვისცენტრში პროდუქციის დიაგნოსტიკის პერიოდია 1-7 სამუშაო დღე. ტექნიკური წუნის დადასტურების შემთხვევაში, სერვისი ვალდებულია შეაკეთოს, ან თუ შეკეთება შეუძლებელია  შეცვალოს ნივთი ახლით 30 სამუშაო დღის განმავლობაში.

იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.

 

გარანტია ვრცელდება, ყველა სახის აქსესუარზე, რომელიც მოყვება Apple-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას. საგარანტიო ვადა 1 წელი.

 

*Apple-ის ოფიციალურ, ბრენდირებულ აქსესუარებს გარანტია აქვს 1 წელი.

 

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:

 

  • ვიზუალური დეფეტქის მქონე პროდუქციაზე (გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი);
  • პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;
  • თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილი, წაშლილი ან დაზიანებულია;
  • თუ დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები სერვისცენტრი არ არის ვალდებული ნივთს ჩაუტაროს დიაგნოსტიკა;
  • ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული;
  • არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში;
  • ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის მკვდარ წერტილებზე.
  • სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.

 

 

Apple-ის იფიციალური  სერვისი მისამართი:

აისაფორთი,  თბილისი,  ს.ცინცაძის ქ#12   (+995) 32 230 10 01

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-19:00, შაბ: 10:00-15:00

კვირა: დასვენების დღე